26 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
დესტაბილიზაციის მოწყობის საქმეზე სუსი გამოძიებას განაგრძობს - დღეს ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის თანამშრომელი უნდა გამოიკითხოს​

დესტაბილიზაციის მოწყობის საქმეზე სუსი გამოძიებას განაგრძობს. მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის თანამშრომელი ანა წურწუმია-ზურაბაშვილი უნდა გამოიკითხოს.

ის უკვე მივიდა საგამოძიებო უწყებაში, სადაც განაცხადა, რომ მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. 

"დამიბარეს გამოკითხვაზე ტრენინგებთან დაკავშირებით, მოვედი რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცე. USAID-მა, ამერიკის საელჩომ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაავრცელეს განცხადებები, სადაც მოცემულია ორგანიზაციული პოზიციები. დანარჩენს რაც შეეხება, ჩვენი საქმიანობა ისედაც საჯარო და გამჭვირვალეა. მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას. ტრენინგი არის სასწავლო კურსი სამოქალაქო აქტივისტებისთვის არაძალადობრივი კამპანიების შესახებ,"- აცხადებს ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის თანამშრომელი ანა წურწუმია-ზურაბაშვილი

დღის ამბები