26 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
მნიშვნელოვანია ტერმინი ოკუპაციის აღიარება ევროკავშირის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ ხდება - შალვა პაპუაშვილი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, რუსეთთან "შეთანხმებას" ხელი მოაწერეს და "ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება."

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს და ევროკავშირმა ტერმინი - ოკუპაცია აღიაროს.

"ტექტონიკური ძვრები - ასე ეძახიან იმ პროცესებს, რომელიც მიდის რეგიონში და ტექტონიკური ძვრების მონაწილე რამდენიმეა, ძირითადი მონაწილეა რუსეთი და, რა თქმა უნდა, ის ყველანაირად ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის საწინააღმდეგო უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, მეტი ყურადღება საქართველოზე და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ტერმინი ოკუპაციის აღიარება ევროკავშირის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ ხდება და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები