26 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ 27 წევრი სახელმწიფო ერთხმად შეთანხმდა, საქართველო ღირსია გახდეს ევროკავშირის წევრი მომავალში - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "მნიშვნელოვანია, რომ 27 წევრი სახელმწიფო ერთხმად შეთანხმდა საქართველო ღირსია გახდეს ევროკავშირის წევრი მომავალში."

პაველ ჰერჩინსკის თქმით, იმისათვის რომ ეს შესაძლებელი გახდეს, რეფორმებია საჭირო. დიპლომატი ამბობს, რომ ერთის მხრივ, საქართველო და სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები უნდა იყვნენ მზად მომავალი წევრობისთვის, მეორეს მხრივ კი, ევროკავშირი უნდა იყოს მზად ამისთვის.

"გასული წლის ივნისში, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ეს ევროპული პერსპექტივა თქვენთანვე რჩება - სამუდამოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 27 წევრი სახელმწიფო ერთხმად შეთანხმდა, რომ საქართველო ღირსია გახდეს ევროკავშირის წევრი მომავალში. თუმცა, იმისათვის რომ ეს შესაძლებელი გახდეს, ძალიან ღრმა რეფორმებია საჭირო როგორც საქართველოში, ისევე სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში. პარალელურად კი უნდა მიმდინარეობდეს რეფორმების პროცესი ევროკავშირში. ე.ი. ერთის მხრივ საქართველო და სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები უნდა შეესაბამებოდნენ და მზად იყვნენ მომავალი წევრობისთვის, მეორეს მხრივ კი ევროკავშირი უნდა იყოს მზად ამისთვის - იყოს იმ პოზიციაში, რომ მიიერთოს ეს ქვეყნები. ამ მომენტისთვის 2 პარალელური პროცესი გვაქვს, რეფორმები საქართველოსა და სხვ კანდიდატ ქვეყნებში,რომლებიც სასიცოცხლოა ევროკავშირში საქართველოს წარმატებული გაწევრიანებისთვის და მეორეს მხრივ დისკუსია თავად ევროკავშირში რეფორმაზე, იმ მექანიზმის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს გაფართოების მორიგ ტალღას," - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

დღის ამბები