საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე, ერთწლიანი სასწავლო პროგრამის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა და სასწავლო პროგრამის მონაწილეებს და ღონისძიების სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
გენერალური პროკურორის განცხადებით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე, სასწავლო პროგრამის შედეგად მიღებული ცოდნა, მნიშვნელოვანია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.