26 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
პარლამენტში სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს მოისმენენ

საკანონმდებლო ორგანოში, დღეს სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს მოისმენენ. დეპუტატები პარლამენტიდან ლევან იოსელიანისთვის კითხვების დასასმელად უკვე ემზადებიან.

ომბუდსმენთან თავდაცვის კოდექსში ახლად მიღებულ ცვლილებებზე კითხვები აქვთ პარტია "გირჩის" წევრებს.

უმრავლესობის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ წლიური ანგარიში ძირითადად ნინო ლომჯარიას საქმიანობას შეეხება, რასაც ლევან იოსელიანთან კავშირი არ აქვს.

დღის ამბები