26 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
ჩვენ არ გვაქვს არც ნატოს ქოლგა, არ ვართ არც ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო სპეციფიკურ მდგომარეობაში იმყოფება, ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ეს ევროპელმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. 

განცხადება ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ქალაქ გრანადაში გამართული სამიტის შემდეგ გააკეთა. 

"ჩვენ მართლაც სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. ამ მხრივ, ჩვენ განსხვავდებით სხვა ქვეყნების მდგომარეობისგან. ჩვენ არ გვაქვს არც ნატოს ქოლგა, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას არ გააჩნია, ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსეა ამ ტურბულენტობით. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხეთ მას შემდეგ რაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში, საკმაოდ გონივრულად მანევრირება, ასე ვიტყოდი. ერთის მხრივ, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და მეორეს მხრივ, ვართ კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები