26 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
74 მომხრე, 22 წინააღმდეგი - ცვლილებები "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში მესამე მოსმენით დამტკიცებულია

74 მომხრე, 22 წინააღმდეგი - ცვლილებები "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში მესამე მოსმენით დამტკიცებულია. ახლა მის ამოქმედებას მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ წინასწარ იცის, რას გადაწყვეტს სალომე ზურაბიშვილი, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სესიის მიმდინარეობისას არაერთხელ დაინტერესდნენ, რას აპირებს "ქართული ოცნება", თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

კითხვები დაისვა კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებითაც. ოპოზიციამ ინიციატორისგან რამდენჯერმე მოითხოვა განმარტება თუ რას ნიშნავს დროებითი ინსტრუქცია და ვინ მიიღებს შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

სესიაზე პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა რასაც კამათის გარეშე არ ჩაუვლია.

მმართველი ძალისთვის ოპოზიციის მიერ სესიაზე დასმული კითხვები იმის დასტური აღმოჩნდა, რომ მათ ნაწილს საქართველოში არეულობა სურს. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ისიც თქვა, რომ დღეს ოპონენტების გეგმები ცხადი გახდა.

პლენარულ სხდომაზე "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის" განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მიღებას ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები აპროტესტებდნენ. 

დღის ამბები