26 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას ამ ომის დასასრულებლად - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ესპანეთში, ქალაქ გრანადაში მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად, უკვე მოახდინა 82 მილიარდის მობილიზება, ახლა კი მზადდება ახალი პაკეტი მათ დასახმარებლად.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას ომის დასასრულებლად:

"მე გულწრფელად მჯერა, რომ ამ პოლიტიკური საზოგადოების პლატფორმას შეუძლია და უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტების განმუხტვასა და მათ მოგვარებაში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, სერბეთსა და კოსოვოს შორის. კონფლიქტები პრობლემაა არა მხოლოდ უშუალოდ მონაწილე მხარეებისთვის, არამედ ის პრობლემაა რეგიონისთვის და ჩვენი კონტინენტისთვის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს უნიკალური პლატფორმა, რათა ავაშენოთ მეტი ნდობა, მეტი მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა. ევროკავშირმა უკვე მოახდინა 82 მილიარდის მობილიზება უკრაინის მხარდასაჭერად და თქვენ იცით, რომ ჩვენ ვამზადებთ დამატებით მნიშვნელოვან პაკეტს უკრაინის დასახმარებლად და ასევე გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას ამ ომის დასასრულებლად,"- განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ამბები