17 წლის დიტო ჯაბურიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს თვალის უიშვიათესი დაავადება კერატოტონუსი დაუდგინდა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 0,02%ს აღენიშნება.
"ეს დაავადება გენეტიკურია და სამწუხაროდ ძალიან სწრაფად ვითარდება, მან უკვე ერთ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა, სასწრაფოდ საჭიროებს გადანერგვის ოპერაციას, რათა მეორე თვალიც იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. დიტოს 3 თვის უკან რიზეში, არაშტურმას კლინიკაში დაუდგინდა კერატოტონუსი, ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა და მეორე თვალზეც მოგვიწია ქირურგიული ჩარევა, თვალი სასწრაფოდ საჭიროებს რქოვანას ტრანსპლანტაციას (კერატოპლასტიკას, ანუ დაზიანებული რქოვანის ჯანსაღი რქოვანით შეცვლას ), ეს ოპერაცია კი ტარდება სტამბოლში და ჯდება 20,000$. სამწუხაროდ, ოჯახს არ გააჩნია ოპერაციისთვის საჭირო სახსრები, ამიტომ ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას, ჩვენთვის 1 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია.
დიტო ზუგდიდში რუხის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი, ხოლო თბილისის "არაგველების" მოქმედი ფეხბურთელია, ამ ვერაგმა დაავადებამ კი მისი კარიერული წინსვლა შეაჩერა. ჩვენ თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს," - ნათქვამია ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა შემდეგ ანგარიშებზე ჩარიცხონ:
საქართველოს ბანკი:
GE34BG0000000131206375GEL მიმღები: სიხარულია ირმა
თიბისი ბანკი:
GE20TB7980145068100023
მიმღები: იური სიხარულია