26 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
საქსტატმა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის საკითხზე თბილისის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, თბილისში საცხოვრისების შემოვლა და ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.

მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრას ესწრებოდა კახა კალაძეც.

პირველ ეტაპზე, სამუშაოები სამგორის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებში დაიწყო. სამუშაოები დეკემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელება და თბილისის ყველა რაიონს მოიცავს.

დღის ამბები