26 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე სხდომა დილიდან კითხვა-პასუხის რეჟიმით განახლდება

უპრეცედენტო პროცესის დღე მესამე - საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე სხდომა დილიდან კითხვა-პასუხის რეჟიმით განახლდება. დასკვნითი სიტყვით გამოვლენ მოპასუხე მხარეები, რის შემდეგაც 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად გავა. დასკვნის მოსამზადებლად საკონსტიტუციო სასამართლოს ათი დღე რჩება.

პრეზიდენტის წარმომადგენლები იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად თვლიან და მმართველი გუნდის მხრიდან ანგარიშსწორებაზე საუბრობენ, პროცესზე მყოფი "ქართული ოცნების" ლიდერები კი მოწინააღმდეგის პოზიციას სასამართლოზე სუსტად და სამარცხვინოდ მიიჩნევენ.

დღის ამბები