26 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
სამწუხაროდ, ვიღაცას აქვს სურვილი, რომ ჩვენს სამშობლოში განვითარდეს იგივე მოვლენა, რაც 90-იანი წლების განმავლობაში ხდებოდა - მიხეილ სარჯველაძე

"ვითარება მარტივია - ჩვენ ვიცავთ ქვეყანას რეალურად მოსალოდნელი, ვიღაცისთვის ჰიპოთეტური, ვიღაცისთვის რეალური რისკებისგან და ეს რისკი მდგომარეობს იმაში, რომ ვიღაცას აქვს სურვილი სამწუხაროდ, რომ ჩვენს სამშობლოში განვითარდეს იგივე მოვლენა, რაც მაგალითად, 90-იანი წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ვიღაცას შეეძლოს მანიპულირება საზოგადოებრივი აზრის, რომ შექმნას სიმულაციები, რომელიც ქვეყანას მოუტანს დესტაბილიზაციას, წაიღებს ქვეყნიდან მშვიდობას," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რასაც გამოძიება და მტკიცებულებები სჭირდება.

"შეიძლება არსებობდეს რაღაც კონკრეტული ინფორმაცია, ამას სჭირდება გამოძიება და შემდეგ სრულიად სხვა სტანდარტია, რომლის მიხედვითაც უნდა შეაგროვო მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნება სასამართლოში საქმის წარმართვისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ფაქტი კონკრეტული დანაშაულისა რომ არსებობს, ამის მიღმა სხვა აღარაფერი საჭირო არ არის. მაგალითად, მოხდა ქურდობა, მაგრამ შეიძლება მტკიცებულებები გაკლდეს იმისთვის, რომ კონკრეტული პირი დაადანაშაულო, რომ მან ჩაიდინა ქურდობა. ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს საკმარისია სავსებით იმ დასკვნების გამოტანისთვის თუნდაც, რომ გავამართლოთ ეს ინიცირებული კანონი, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. სხვათაშორის, დღესაც, ბევრს საუბრობენ "საბურავების საქმეც" არ გამოიძიეს ა.შ. ძალიან დიდი ნაწილი ოპოზიციისა, სამწუხაროდ, სასოებით იყო აღვსილი, როცა შეჰყურებდნენ ამ ლექციების მიმდინარეობას. რა საჭირო იყო საერთოდ შენიღბვა, თითქოსდა ეს იყო კულტურის მუშაკების დარაზმვის თუ პროტესტის გამოხატვის სწავლება?! იქ არც კულტურის მუშაკი იყო და არც არავინ სხვა და საუბარი სულ სხვა შინაარსის მატარებელია, რომელიც გავრცელდა. მაშ, რა საჭირო იყო ეს განსხვავებული დასახელება, შენიღბვა. უნდა გვესმოდეს, მაშინაც, "საბურავების" დროსაც, შეიძლება განაჩენი არ დამდგარა და რაღაც კონკრეტულ დანაშაულამდე ვერ მიიყვანეს კონკრეტული სცენარი, მაგრამ თუ ვინმეს ნორმალურად ეჩვენება, რომ პოლიტიკური პარტია გაცვეთილ, უსარგებლო საბურავებს ასეულობით ყიდულობდეს და ოფისში აწყობდეს, მათი ნებაა- სჯეროდეთ ასეთი კეთილსინდისიერი პოლიტიკური პარტიების, მაგრამ მე არ მჯერა. ახლაც, რაც არ უნდა ეცადონ, რომ მონათლონ ეს კანონპროექტი ან რუსულად ან... ფაქტი რა არის იცით, კარვების აკრძალვაზე კი არ არის ლაპარაკი, ან რომელიმე ინსტალაციის აკრძალვაზე, აქ საუბარია ადამიანებისთვის სახიფათოს თუ გააკეთებ რამეს, ეს იქნება აკრძალული," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები