26 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
ხალხს საყოველთაო არჩევნების წესით აარჩევინე თანამდებობის პირი, რომელსაც თურმე არ ჰქონია საზღვარგარეთ საკუთარი ხარჯით გამგზავრების უფლება... აბსურდამდე მიდის ეს ყველაფერი - იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია კითხვაზე, დაარღვია თუ არა კონსტიტუციის 52-ე მუხლი სალომე ზურაბიშვილმა პასუხობს, რომ პროცესი აბსურდამდე მიდის და კონსტიტუცია ასე არ იკითხება, როგორც მისი კოლეგები კითხულობენ.

როგორც ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, 

"მე როგორც ვუყურებ ჩემი კოლეგები ცოტა განსხვავებულად უყურებენ კონსტიტუციის წაკითხვას. მე რაც აქამდე ვიცოდი, ზოგადად, კონსტიტუცია ეგრე არ იკითხება. კონსტიტუცია იკითხება ერთობლიობაში და ერთობლიობაში კონსტიტუციის მიზნები, პრინციპები, კანონმდებლის ნება, რომელიც კონსტიტუციიდან უნდა იკითხებოდეს, იქნა თუ არა დარღვეული. რა არის კანონმდებლის ნება - ეს "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირ ჩაწერა კონსტიტუციაში, მე არ ვეთანხმებოდი ამ ჩანაწერს - ჩვენი მიზანი არის ევროინტეგრაცია, დასავლეთისკენ სწრაფვა და ა.შ. ზოგადად ის, რომ ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიმართულება არის დასავლეთისკენ ინტეგრაცია, ევროატლანტიკურ სივრცეებში შესვლა და ა.შ. შესაბამისად, მე ასე წავიკითხავდი კონსტიტუციას და ქმედებას ასე შევაფასებდი, რამდენად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მთავარ მიზანს, ევროატლანტიკურ სწრაფვას და დასავლეთის მიმართულებას, რომელიც პირდაპირ ჩაწერეს კონსტიტუციაში, თითოეული ქმედება, თითოეული თანამდებობის პირის იმიტომ, რომ დარღვევა-არ დარღვევა მე მგონი ამ ჭრილში უნდა შეფასდეს იმ კონკრეტულ სიტუაციაში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და ამ კონკრეტულ სიტუაციაში ერთის მხრივ, რომ დავინახოთ პრეზიდენტი მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ხვდება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებს, კანცლერებს, მინისტრებს და არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება იმისი, რომ იქ პრეზიდენტი აკეთებს და რაღაცნაირად საბოტაჟსა უწყობს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. მაგალითისთვის, რომ დავინახოთ პრეზიდენტი ლავროვს ხვდებოდეს, ამ შემთხვევაში ჩემთვის გასაგები იქნებოდა ეს არგუმენტი, მაგრამ მეორეს მხრივ, დგას ასეთი სიტუაცია, როდესაც ვხედავთ რომ პრეზიდენტი ხსნის თავისა ყველა ნაბიჯს, ამბობს, რომ ჩემი ხარჯებით დავდივარ და ამას ვაკეთებ. როდესაც ამას პასუხობ, რომ შენ არ გაქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მერე გიწევს იმ უხერხულ შეკითხვებზე პასუხი როგორიც არის, მაშინ რა ხდება, როდესაც პრეზიდენტი ვიღაცას წერილს სწერს, როდესაც საქართველოში ხვდება ვიღაცას, როდესაც ურეკავს ვიღაცა პრეზიდენტის მოსაზრება აინტერესებს - უნდა აიღოს ტელეფონი, თუ ჯერ უნდა გადაურეკოს ღარიბაშვილს და ჰკითხოს, ავიღო ეს ტელეფონი. ზედაპირული დაკვირვებითაც ხვდები, იმდენად ბევრი უცნაური შეკითხვა იბადება, როდესაც შენ ამბობ, რომ პრეზიდენტს თურმე არანაირი უფლება არ აქვს, საქართველოს მოქალაქეებზე უუფლებოა, თუ ღარიბაშვილის ან მთავრობის ნებართვა არ გააჩნია, ეგრევე ხვდები აბსურდს. ასე არ იკითხება კონსტიტუცია. ჩემი აზრით, კონსტიტუცია, ისევე, როგორც ნებისმიერი კანონი იკითხება ადეკვატურად, კანონის პრინციპებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენ თუ საერთოდ უგულებელვყოფთ კანონის პრინციპებს და მიზნებს, კანონმდებლის ნებას, რომელიც მის სხვადასხვა მუხლებში იკითხება და უბრალოდ ვამბობთ, რომ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად პრეზიდენტს სჭირდება პრემიერის თანხმობა და ამას განვმარტავთ ისე რომ დასასვენებლადაც ვერ წავა პრეზიდენტი... სად გადის ზღვარი?! წარმომადგენლობითი არის თუ არა იგივე აქ რომ ჩამოვიდეს ვინმე? წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ გააჩნია პრეზიდენტს?! არ აქვს უფლება ხელი ჩამოართვას, მოიკითხოს?! - იმდენად აბსურდამდე მიდის ეს ყველაფერი, რომ გამოდის შენ თვითონ აღიარებ პრეზიდენტს არათუ არაფრის უფლება არ ჰქონია, არამედ შენ მას საერთოდ არ უყურე სერიოზულად. ანუ ხალხს საყოველთაო არჩევნების წესით აარჩევინე თანამდებობის პირი, რომელსაც თურმე არ ჰქონია საზღვარგარეთ საკუთარი ხარჯით გამგზავრების უფლება და საკუთარ კოლეგებზე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში დახმარების უფლება. აქედან გამომდინარე, გამოდის ეს ყველაფერი აბსურდი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

დღის ამბები