26 ნოემბერი 2024,   01:21
ვრცლად
მიუხედავად ჩვენი შეხედულებისა ზურაბიშვილის მიმართ, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას - დავით კირკიტაძე

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრმა, დავით კირკიტაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მათი პარტია მხარს არ დაუჭერს და ეს საბოლოო გადაწვეტილებაა.

მისივე თქმით, ამ პროცესის დაწყება მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება - არასწორია:

"ქვეყნისთვის დამაზიანებელი პროცესი წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით ადამიანზე, რომელიც ძალადობრივად თავს მოგვახვიეს მთელ ქვეყანას. იმპიჩმენტის პროცედურაზე ყველა ჩვენი პარტნიორი გვეუბნება, რომ ეს საზიანოა იმ პროცესისთვის, რომელშიც ახლა ვართ - კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ და ამაზე უნდა იყოს აქტიური მსჯელობა. 

საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს მოგვაგონებს. ვხედავთ ვინები სხედან იქ. როგორ გგონიათ, მანანა კობახიძე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოს? 

ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება არის შემდეგი: მიუხედავად ჩვენი შეხედულებისა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მიგვაჩნია რომ ეს პროცესი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო, არასწორია. შესაბამისად, ეს პროცესი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას,"- განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

დღის ამბები