26 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
სრული ნონსენსი და თავის მოჭრაა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით, იურისტები ასეთ გაუგონარ რაღაცებს საუბრობენ - ირაკლი კობახიძე

სრული ნონსენსი და თავის მოჭრაა, როდესაც ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტები გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობენ, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები ისეთ არაკომპეტენტურობას ავლენენ, რომ ეს მათი მიკერძოებითაც კი ვერ გამართლდება.

"ძალიან მძიმე მოსასმენია. აქ სისუსტეზეც კი არ არის საუბარი. ასეთი რამ შეიძლება დააბრალო პოლიტიკურ მიკერძოებას, რაღაც ინტერესებს, მაგრამ რაღაც ელემენტარული კომპეტენცია თუ გაქვს, ასეთ რაღაცებს უბრალოდ ვერ ილაპარაკებ. უბრალოდ გაუგონარია, რასაც ისინი ლაპარაკობენ.

სრული ნონსენსია, სტუდენტები უყურებდნენ ამ ყველაფერს და უბრალოდ თავის მოჭრაა, როდესაც სტუდენტები ხედავენ, რომ ასეთი ზრდასრული ადამიანები, იურისტები ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის შემაშფოთებელი და გამაოგნებელი. 10 წუთი როგორ ვერ უნდა გასცე პასუხი, ეს ვიზიტები სამუშაო ვიზიტები იყო თუ კერძო? - ეს ხომ მარტივად უნდა თქვა, თუ შენ პრეზიდენტისგან გაქვს შესაბამისი ინფორმაცია.

რაც შეეხება მაია კოპალეიშვილს, ის ადეიშვილმა ჯერ თსუ-ში პროფესორად დანიშნა და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. კოპალეიშვილი დღემდე ვერ გამოსულა ამ ხიბლიდან, ეს არის სერიოზული პრობლემა. რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული. აქ მეტის საუბარი არ მინდა, გამომდინარე იმ ურთიერთობიდან, რომელიც წლების განმავლობაში მაკავშირებდა ჩუგოშვილთან, მაგრამ პრობლემები აქაც ძალიან სერიოზულია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები