26 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
გამოძიება დესტაბილიზაციის საქმეზე - გიორგი მელაძე საქალაქო სასამართლოში ხვალ ელოდებიან

კანვას საქართველოს ხელმძღვანელი უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს და ამბობს, რომ ლექციების შინაარსთან დაკავშირებით, უფრო მეტს მაგისტრი მოსამართლის წინაშე იტყვის. გიორგი მელაძეს, საქალაქო სასამართლოში ხვალ 10 საათზე ელოდებიან. კანვასის ქართული ფილიალის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სერბი ტრენერების მონაწილეობით ჩატარებულ სემინარებს დესტაბილიზაციის გეგმასთან კავშირი არ აქვს.

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა კანვას საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნინო გოგიბერიძე, რომელიც სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. მასალის ნამდვილობა, გიორგი მელაძის მსგავსად მანაც დაადასტურა, თუმცა ამის მიუხედავად ოპოზიცია მაინც ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დესტაბილიზაციის გეგმის მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის გეგმების მყარი მტკიცებულებაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ნებისმიერ დანაშაულს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად აღკვეთს.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რეაგირებას და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს.

მმართველი გუნდის თქმით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმაზე, პოზიციას არც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მალავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება ქვეყნის უკრაინიზაციას და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. 

 

 

 

დღის ამბები