26 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერა - ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო

მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერა - ინიციატივა, ხორბლის მწარმოებლებს მოსავლის რეალიზებაში დაეხმარება. მათი მხარდაჭერისა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიო ბაზარზე არსებული მერყევი ფასების გამო, ჯამში 1 ტონა ფქვილის იმპორტის საფასური 250 ლარით განისაზღვრა და ეს ფასი 2024 წლის მარტამდე შენარჩუნდება

საიმპორტო გადასახადი იმოქმედებს ქერსა და ქატოზეც. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მთავრობის ეფექტური ნაბიჯების შედეგად, გაჩერებული საწარმოებიც ამუშავდა და მიმდინარე წელს ფერმერებმა 35 000 ტონა ქართული ხორბლის რეალიზება მოახდინეს.

მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა პურის ფასის ზრდას არ გამოიწვევს. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებით როგორც ფერმერების ასევე პურის მწარმოებელი კომპანიების ინტერესები დაცული იქნება.

მეხორბლე-ფერმერების ხელშემწყობ ინიციატივებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ბევრი მხარდამჭერი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მთავრობა დამატებითი ზომების მიღებაზე შეთანხმდა.

მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით ქართული ხორბლის მოსავალი, დაახლოებით 165 ათას ტონას შეადგენს.

დღის ამბები