26 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
პრეზიდენტის იმპიჩმენტი და პოლიტიკური შეფასებები - ორდღიანი განხილვის შემდეგაც, მთავარი კითხვა მამრთველი გუნდისთვის ისევ უპასუხოდ რჩება 

მთავარი კითხვა უმრავლესობისთვის ისევ უპასუხოდ რჩება. ორდღიანი განხილვის შემდეგაც, საკონსტიტუციო წარდგინების ერთ-ერთ ავტორს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სასამართლოზე ვერ დაასახელეს ის არგუმენტები, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით განხორციელებულ ვიზიტებს გაამართლებდა.

სამართლებრივ დავაში სალომე ზურაბიშვილის პოზიციებს იცავენ ოპოზიციის წარმომადგენლები. თუმცა, ამის მიუხედავად დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის კანონის დარღვევის ფაქტს დაადასტურებს და პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს? - ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ ეჭვები ისევ არსებობს.

ოპოზიციაში უნდობლობის ფაქტორი ბუნებრივია - "ქართული ოცნებისთვის". უმრავლესობაში ამბობენ, რომ იმპიჩმენტის საკითხზე პოლიტიკური ჯგუფებთან კონსულტაციები არ აქვთ და გადაწყვეტილებას ყველა ფარული კენჭისყრის დროს დამოუკიდებლად მიიღებს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, უმრავლესობას კი პარლამენტში დღეს საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს.

დღის ამბები