26 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
დეპუტატები ლევან დავითაშვილს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ

დეპუტატები ეკონომიკის მინისტრს უსმენენ. პარლამენტის პლენარულ სხდომას ლევან დავითაშვილი მინისტრის საათის ფორმატში ესწრება. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს მინისტრის საათის ხვალისთვის გადადების წინადადებით მიმართა, მიზეზად კი საინფორმაციო დღის დასრულება დაასახელა.

"ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ მინისტრის საათის გადადგება ხვალინდელი დღისთვის. პრაქტიკულად, საინფორმაციო დღე დასრულებულია და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოისმინოს მინისტრის შეხედულებები იმ კითხვებზე, რომელიც გვაქვს. საინფორმაციო დღის ბოლოსკენ კი არ მოხდეს მინისტრის მოსმენა, არამედ მოხდეს დღის დასაწყისში,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

თინა ბოკუჩავას ამ განცხადებას შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და თქვა, რომ პარლამენტი არა ტელევიზია, არამედ საკანონმდებლო ორგანოა.

"ჩვენ ტელევიზია კი არ ვართ, ჩვენ ვართ საკანონმდებლო ორგანო, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში უსმენს მინისტრს. კეთილი ინებეთ და მოუსმინეთ მინისტრს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ამავე საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თინა ბოკუჩავას ამ მიმართვასთან დაკავშირებით უმრავლესობა თანახმა არ არის.

"ქვეცნობიერი სასწაული რამ არის, საინფორმაციო დღეზე რომ არის ყველანაირი გათვლა ამ პოლიტიკური წარმონაქმნის, უკვე გასაგებია, მაგრამ აღიარება მოვისმინეთ და ეს ძალიან კარგია. ისინი გეგმავენ მხოლოდ და მხოლოდ პიარზე გათვლილ ძალიან მავნებლურ გეგმებს, მეტი მიზანი არ აქვთ და არც აინტერესებთ, რას ილაპარაკებს ეკონომიკის მინისტრი,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები