26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას - ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა და არანაირი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტია, ერთადერთი უსაფრთხოების ქოლგა არიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები - მოგიწოდებთ პატივი სცეთ მათ

წელიწადნახევარია რეგიონში მიდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ომი. წელიწადნახევარია, ამ ქვეყანაში არც ერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მომხდარა,’’ - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული გამოძიების შესახებ საუბრობდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია ნატო-ს  უსაფრთხოების ქოლგა და ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტია, ქვეყნის უსაფრთხოება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე და ოფიცრებზე დგას.

,,ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა და არანაირი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტია. ერთადერთი უსაფრთხოების ქოლგა,  რაც უზრუნველყოფს რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მომხდარა არიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ოფიცრები. როდესაც თქვენ ასე აგდებულად საუბრობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებაზე და აქედან გამომდინარე განცხადებაზე, პარლამენტის წევრი, რომელიც ხართ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე, პოზიციონირებთ ხოლმე უსაფრთხოების ექსპერტად და უაპელაციოდ ნდობას უცხადებთ ხოლმე უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებს და ადმინისტრაციებს და  უაპელაციოდ უნდობლობას უცხადებთ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და ოფიცრებს, რომლის შრომის შედეგია თქვენ და ქვეყნის სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას. სამწუხაროდ, ბევრი ციტატა მოგაქვთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისა და გაქვთ დიდი ნდობა მათი და გაქვთ ნულოვანი ნდობა თქვენი  ქვეყნის   ოფიცრების მიმართ. ამიტომ ეცით პატივი მათ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და უსაფრთხოების ექსპერტმა. კიდევ ერთი საკითხი - თქვენ უსაფრთხოების ექსპერტობა გგონიათ მარტო სტრატეგიის კითხვა და მოკითხვა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები