26 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა - პარლამენტში თქვენს ისტერიულ გამოსვლას თქვენი ფრაქციის არცერთი წევრი არ ესწრებოდა, ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური განაჩენი

ქალბატონო თინა, პარლამენტში თქვენს ისტერიული გამოსვლას თქვენი ფრაქციის არცერთი წევრი არ ესწრებოდა, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინათინ ბოკუჩავას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური განაჩენია, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის სესიაზე სიტყვით გამოსვლას მისი ფრაქციის წევრებიც კი არ ესწრებიან.
„სიჩუმე ყველაზე კარგი პასუხია თქვენს ისტერიულ გამოსვლაზე. ქალბატონო თინა, თქვენ ხართ პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და თქვენს ისტერიულ გამოსვლას თქვენი ფრაქციის არცერთი წევრი არ ესწრებოდა. ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური განაჩენი თქვენი ისტერიისთვის“,  – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები