26 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
"იმპიჩმენტის საბოლოო მიზანი არის ის, რომ წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ სისტემური ხასიათი შეიძინა.

როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე განაცხადა, მმართველი გუნდის მიზანია პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვოს.

"პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მხოლოდ მას შემდეგ მიღებული, რაც უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღვძრავთ, ეს, მათ შორის, ჩვენი გადმოსახედიდან, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად, იმპიჩმენტის საბოლოო მიზანი არის ის, რომ წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან. 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. შეიძლება, ჩვენ არ გვქონდეს იმედი, რომ 100 ხმა მოგროვდება, მაგრამ ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან. საკონსტიტუციო სასამართლო დადებთ დასკვნას თუ წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას", - განაცხადა კობახიძემ.

 

 

დღის ამბები