ნეპალში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთშიც. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ნეპალში ორი მიწისძვრა, დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალით მოხდა.
სეისმოლოგები მეორე მიწისძვრას 6,2 მაგნიტუდით აფასებენ. ეპიცენტრი, დასავლეთ ნეპალში დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.