26 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
დედაქალაქში პიკის საათებში დიდი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში, პიკის საათებში, დიდი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო პოლიტიკის ახალი რეფორმის შესახებ, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, დილის 08:00-11:00 საათამდე და საღამოს 5-იდან 8 საათამდე.

მოძრაობა აიკრძალება არა მთელი ქალაქის მასშტაბით, არამედ მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

შეზღუდვა მხოლოდ სამუშაო დღეებში იმოქმედებს. ახალი რეფორმა იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე ბიზნესთან კონსულტაციები გაგრძელდება.

დღის ამბები