26 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები სესიაზე დაჩქარებული წესით დღეს გავა

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, დღეს, სესიაზე დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით გადის.

მმართველი გუნდის ინიციატივა, აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ცვლილების განხორციელების მიზეზად სუს-ის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა იგეგმება. კანონპროექტს ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

დღის ამბები