26 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვას დღეს 11:00 საათზე განაახლებს

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე სხდომას დილის 11 საათზე განაახლებს. კონსტიტუციური წარდგინება ზეპირი მოსმენით გუშინ თითქმის 7 საათი გაგრძელდა.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა შეფასებები. ორივე მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის მიერ პროცესზე წამოყენებული არგუმენტები არადამაჯერებელი იყო.

დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია - 9 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ საკუთარი დასკვნა პარლამენტს წერილობით, განაცხადის სასამართლოში შესვლიდან ერთ თვეში, ანუ 14 ოქტომბრამდე უნდა გადაუგზავნოს.

 

დღის ამბები