26 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
არ მეგონა, თუ პრეზიდენტის წარმომადგენლობას ასეთი სუსტი პოზიცია ექნებოდა - გიორგი კახიანი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი კახიანის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინებისას, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების პოზიცია სუსტი იყო.

"მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ. არ მეგონა, თუ პრეზიდენტის წარმომადგენლობას ასეთი სუსტი პოზიცია ექნებოდა. ფაქტობრივად, თავიანთი პოზიციით თავდაყირა დააყენეს კონსტიტუციის სულისკვეთება, კონსტიტუციური მართლწესრიგი. ის სამართლებრივი განმარტებები, რომელიც მათ გააკეთეს კონკრეტულ კონსტიტუციურ ნორმებთან მიმართებით, არის სრულიად არარელევანტური და ვერანაირად ვერ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას," - აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. ამასთან, წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება 5 დეპუტატი, მათ შორის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. თავად პრეზიდენტი ბათუმში არ ჩავიდა, რაც არსებითი სადავო საკითხის მიღმა დამატებითი დისკუსიის საგანი გახდა.

 

დღის ამბები