26 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
პრეზიდენტის არგუმენტები იმდენად აბსურდულია სამართლებრივად, რომ კრიტიკაც ვერ უძლებს და სერიოზული საუბარიც კი შეუძლებელია ამაზე - მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის არგუმენტები სამართლებრივად იმდენად აბსურდულია, რომ კრიტიკაც ვერ უძლებს და სერიოზული საუბარიც კი შეუძლებელია.

მისი თქმით, სამართლებრივად, დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ აქ სადაო საკითხი არ არსებობს.

"როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს არ უდგას მხარში, არ აძლიერებს მას თავისი სწორი, რეალობასთან მიმართებით რელევანტური არგუმენტებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს საქმის მეორე, პოლიტიკური მხარეა, არასამართლებრივი. პოლიტიკური, მაგრამ მორალურად აბსოლუტურად რელევანტური და სწორი, რომ საქართველო დღეს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და პრეზიდენტი რომ ამბობს, რომ არ იმსახურებს ეს არის აბსოლუტურად რეალობას აცდენილი და ანტისახელმწიფოებრივი. ეს უარის თქმის მიზეზი იყო, მას შემდეგ რაც რამდენიმე თანხმობაც გასცეს, შემდეგ 26 მაისი იყო, შემდეგ პოზიციის არშეცვლა იყო. დღესაც კი არ მოგვისმენია ჩვენ მისგან განმარტება, რომ არა, მე შევცდი და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ის დღემდე მიყვება იმ აზრს, რომ ფორმალურად სრულდება რეკომენდაციები. ეს უარის თქმის საფუძველია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლებრივად დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ აქ სადაო საკითხი არ არსებობს უბრალოდ“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები