26 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
ეს ის შემთხვევა იქნებოდა, რომ "სადაც გინდა გათხარო ყველგან შეგიძლია გათხარო", ეს ამას იქ ვერ გათხრიდა - ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტზე

პარლამენტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. პრეზიდენტის იმპიჩმენტი და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე უპრეცედენტო პროცესი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა პარლამენტში.

უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტის მიმართ წარდგენილი იმპიჩმენტი არის ის სამართლებრივი პასუხი, რაც მის ქმედებებს მოჰყვა. ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციას აბუჩად იგდებს და ღია ომს უცხადებს.

"საქართველოს პრეზიდენტი ღია ომს უცხადებს და აბუჩად იგდებს ქვეყნის მთავარ კანონს, რომელსაც ასევე კონსტიტუცია ჰქვია. რატომ მარტივი კითხვა არ ისმევა იმასთან დაკავშირებით, რომ სად არის ქალბატონი პრეზიდენტი? რატომ არ არის დღეს იმ სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ისმის კითხვა თუ რა მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა? მოვიდეს ღიად სასამართლო სხდომაზე, რატომ არ მიბრძანდა, აეხსნა სასამართლოსთვის, ქართველი ხალხისთვის ღიად რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად, მაგრამ ბუნებრივია, რომ დიდ უხერხულობაში ჩავარდებოდა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის შემთხვევა იქნებოდა, რომ "სადაც გინდა გათხარო ყველგან შეგიძლია გათხარო", ეს ამას იქ ვერ გათხრიდა და კონსტიტუცია ამის საშუალებას არ მისცემს," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები