26 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 5 მილიარდი ევრო დაამტკიცოს - ჟოზეფ ბორელი

"წელს ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 5 მილიარდი ევრო დაამტკიცოს" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიევში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ერთადერთი, რაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულაა. 

"ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, ახალი ორმხრივი მრავალწლიანი ეკონომიკური პაკეტი შევთავაზე, რომლის ოდენობაც მომავალი წლისთვის, 5 მილიარდ ევრომდე იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეთანხმებას მივაღწევთ.

უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი ვალდებულება, რაც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ უკრაინას, არის ევროკავშირში გაწევრიანება.ერთადერთი, რომელიც იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას და მუშაობას, არის პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა. ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, მტკიცეა და გაგრძელდება", - განაცხად ჟოზეფ ბორელმა.

დღის ამბები