ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, სამოქალაქო თაღლითობის საქმის სასამართლო პროცესის პირველ დღეს, მოსამართლე და პროკურორები გააკრიტიკა. ისინი ტრამპს მრავალწლიან თაღლითობაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც, მათი თქმით, ტრამპის ქონება 2 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა.
ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ტრამპი 2011 წლიდან 2021 წლამდე ყალბი ფინანსური ანგარიშების გამოყენებაში დაადანაშაულა. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, ტრამპს თაღლითობისთვის 250 მილიონ დოლარის ჯარიმა აქვს გადასახდელი.