საქართველომ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონცერტს უმასპინძლა. თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ქართველი მსმენელის წინაშე ბრუნო მარსი წარსდგა. 50 ათასი ადამიანისთვის ამერიკელმა მეგა ვარსკვლავმა ორ საათიანი პროგრამის ფარგლებში ცნობილ ჰიტები შეასრულა. ბრუნო მარსის კონცერტზე გაჟღერდა რევაზ ლაღიძის "თბილისოც", რასაც მაყურებლის ოვაცია მოჰყვა.
წლის მთავარი ვარსკვლავი საქართველოს "სტარინგ ჯორჯიას" ფარგლებში ეწვია. "აჰყევი ვარსკვლავებს" ორწლიანი კამპანიაა, რომლის ინიციატივაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ბრუნო მარსი კი 2023 წლის ბოლო ვარსკვლავი იყო, რომელიც ქვეყანას ესტუმრა. "სტარინგ ჯორჯიას" და "ბლექ სი არენას" ორგანიზატორები, მომავალი წლის მეგა ვარსკვლავების კონცერტების დაანონსებას მალე გეგმავენ.