26 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
ჰექტარზე 3 500 ლარი - სახელმწიფო სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს კომპენსაციას გადაუხდის

ჰექტარზე 3 500 ლარი - სახელმწიფო სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს, რომლებმაც სტიქიისგან დაზიანებული ყურძნის აღებაც კი ვერ შეძლეს, კომპენსაციას გადაუხდის. ასეთი ვენახი კახეთში, დაახლოებით, 6 000 ჰექტარია, ყველა მათგანის მეპატრონეს ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა ჩაერიცხება.

სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გაცემის მთავარი მიზანი სეტყვისგან დაზიანებული ვენახის აღდგენა და ზარალის კომპენსაციაა. ამას გარდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეებს საშუალება აქვთ სტიქიისგან დაზიანებული ყურძენი ღვინის ქარხნებში ჩააბარონ, რისთვისაც კომპანიები ასევე სუბსიდიას იღებენ. ამ დროისთვის, მევენახეებს 20 მილიონი ლარის ღირებულების დაზიანებული ყურძენი აქვთ ჩაბარებული.
გადაწყვეტილების მიზნობრიობაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გამოყოფილი თანხა ფერმერებს დაზიანებული ვენახის გადარჩენასა და აღდგენაში დაეხმარება.

კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რომ მევენახეებმა მოსავალი შეფერხების გარეშე დააბინაონ.

 

დღის ამბები