26 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიოში ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფოს დახმარებით სწავლობენ - პრემიერი კურსდამთავრებულებს შეხვდა  

კემბრიჯის, ოქსფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტები, ვენის დიპლომატიური აკადემია და ლონდონის ბიზნესის სკოლა - ამ და მსოფლიოში ცნობილ სხვა ათობით უმაღლეს სასწავლებელში ქართველი ახალგაზრდები სახელმწიფოს დახმარებით სწავლობენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც 2014 წელს დაარსდა, საზღვარგარეთ სწავლის მსურველ ახალგაზრდებს სტიპენდიებს აძლევს, დაბრუნების შემდეგ კი მათ ვალდებულება აქვთ სამი წლის განმავლობაში წამყვან სასწავლებლებში მიღებული ცოდნა ქვეყანას მოახმარონ.  

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი ესაუბრნენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ცენტრის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ძლიერი და განათლებული ადამიანური კაპიტალის შექმნაა. კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო ახალგაზრდების ხელშეწყობას და პროექტის გაფართოებას მომავალშიც გააგრძელებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და საზღვარგარეთ სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიებს გაცემს. განათლების მინისტრის შეფასებით, ცენტრი უნიკალურ შესაძლებლობას უქმნის საქართველოს მოქალაქეებს - საზღვარგარეთ საუკეთესო განათლება მიიღონ და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში მოახდინონ.

სტიპენდიანტები, რომლებმაც საზღვარგარეთ სწავლა უკვე დაასრულეს, მიღებულ გამოცდილებაზე და ამ გამოცდილების პრაქტიკულ რეალიზებაზე საუბრობენ. ახალგაზრდები და ცენტრის ხელმძღვანელი კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

განათლების საერთაშორისო ცენტრს წელს 151 კურსდამთავრებული ყავს.

 

 

 

 

დღის ამბები