"ბეთლაივი" აგრძელებს ქართულ სპორტთან აქტიურ თანამშრომლობას. კომპანია უკვე წყალბურთის კლუბ "დინამო თბილისის" გენერალური სპონსორია. თანამშრომლობის განმავლობაში "ბეთლაივი" თბილისურ კლუბს ყველა საჭირო რესურსითა და მედია მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
"დინამო თბილისი" საქართველოში წყალბურთის ყველაზე ტიტულოვანი და დიდი ტრადიციის მქონე კლუბია. წელს დინამოელები ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებენ.
"ბეთლაივი" კამპანიის "ჩვენი სპორტისთვის" ფარგლებში არაერთ წარმატებულ სპორტსმენსა და ფედერაციასთან თანამშრომლობს. პარტნიორების სიაში არიან რაგბის კავშირი, ძიუდოს, მძლეოსნობისა და ჩოგბურთის ფედერაციები, „betlive მასტერ ლიგა”, „betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგა”, ასევე ამბასადორები – დავით ნინიაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი და ამირან გოგოლაძე. მათ რიგებს უკვე თბილისური წყალბურთის კლუბიც შეუერთდა. კამპანიის მთავარი მიზანი კი ქართული სპორტისა და ნიჭიერი სპორტსმენების მხარდაჭერა და სხვადასხვა სპორტის სახეობების პოპულარიზაციაა.
(R )