"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში ცოცხალი ჯაჭვის აქციები იმართება. მიზანი, ძუძუს კიბოს პრევენციის მიზნით მოსახლეობის ინფორმირებულობაა.
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც სახელმწიფოს დაფინასებით ტარდება.
აქცია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში გაიმართა. დღის ბოლოს რამდენიმე სკვერი და შენობა ვარდისფერ ფერში განათდება.