26 ნოემბერი 2024,   01:21
ვრცლად
ზეწოლაა, როდესაც ქვეყნის გადატრიალების ბრალდებას გიყენებენ - გიორგი მელაძე სუს-ის განცხადებაზე

"კანვას - საქართველოს" დირექტორის გიორგი მელაძის განცხადებით, ხელისუფლება ზეწოლას ახდენს მათზე, როდესაც ქვეყნის გადატრიალების ბრალდებას უყენებს.

მისივე მტკიცებით, ხელისუფლება ამას იმიტომ აკეთებს, რომ ისინი ღიად საუბრობენ დემოკრატიაზე, უფლებებზე და სამოქალაქო აქტივიზმზე.

"ზეწოლაა, როდესაც ქვეყნის გადატრიალების ბრალდებას გიყენებენ, რომელიც დანაშაულის სახით აქვთ ჩაწერილი და რომელიც შეიძლება გადაწყვიტონ და ერთ დღესაც გიქციონ სასამართლო საქმედ - ეს არის ზეწოლა. ეს იმის გამო, რომ შენ საჯაროდ ლაპარაკობ დემოკრატიაზე, უფლებებზე და სამოქალაქო აქტივიზმზე. თუ ასდე იყო და თუ მართლა რაღაცას აკეთებდნენ, რატომ გაუშვეს მაშინ ამ ქვეყნიდან, ხომ აქ ჰყავდათ და ეს საქმე მიეყვანათ ბოლომდე. ჩვენ ამით ვცხოვრობთ 20 წელია, ჩვენი ცხოვრების ნაწილია ცვლილებებზე ლაპარაკი და არ დაგავიწყდეთ, რომ სხვადასხვა დროს ამაზე განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანებიც ლაპარაკობენ", - განაცხადა გიორგი მელაძემ.

დღის ამბები