გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ძალიან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.