26 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერი-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში არ დაუშვებენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სუს-ის მიერ მოპოვებული და გავრცელებული განცხადება შემაშფოთებელია.

"საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება ქვეყანაში არეულობა. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებას ამის თაობაზე ვაცნობეთ და გავამხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ და ანტიეროვნულ ძალებს აქვთ, რომლებსაც დახმარება აქვთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ვნახეთ, რომ აქტიური ჩართულობა არის უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოდიან, აქ მართავენ ტრენინგებს, ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ალბათ, ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა. ფაქტია, ანალიზს ვერ უკეთებენ. უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ წარსულში არიან ჩარჩენილი. მათ ჰგონიათ, რომ ახლა 2003 წელია. ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხართ, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

დღის ამბები