26 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
სახელმწიფოს მეთაურად წოდებული თანამდებობის პირი არ შეიძლება, არღვევდეს ქვეყნის ძირითად კანონს... ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ჩანიშნულ პროცესს მმართველი გუნდიდან 5 დეპუტატი დაესწრება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი მოლოდინი ოპტიმისტურია.

ამასთან, კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები.

"80-კაციანი ჯგუფიდან, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინება შეიტანა, ადგილზე 5 დეპუტატი ვიქნებით წარმოდგენილები და პირადად მივიღებთ ბათუმში, ამ პროცესში მონაწილეობას.

ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება რაიმე განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაცია, აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური.

ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ის პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები, სწორედ ამას ჰქვია სინამდვილეში საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი. სახელმწიფოს მეთაურად წოდებული თანამდებობის პირი არ შეიძლება, არღვევდეს ქვეყნის ძირითად კანონს. სწორედ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპული მომავლის საბოტაჟი და საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, არის სწორედ ევროპული მომავლის საბოტაჟი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები