26 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაიზრდება - ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება სჭირდება.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი არა მხოლოდ გააგრძელებს, არამედ გაზრდის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.

"დღეს შეხვედრის და ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა გვქონდა, სამხედრო პერსპექტივით ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ვისაუბრეთ. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაიზრდება.

ვნახოთ, რა მოხდება აშშ-ში, მაგრამ ჩვენი მხრიდან, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გაგრძელდება ომი უახლოეს დღეებში ან კვირებში, ეს მუდმივი სტრუქტურირებული მხარდაჭერაა, უკრაინელები გაბედულად იმ შესაძლებლობებით იბრძვიან, რაც აქვთ. ჩვენ გვინდა, რომ ისინი უფრო წარმატებული იყვნენ, ამიტომ ჩვენ მათ უკეთესი და მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.

დღის ამბები