26 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
პირველი ოქტომბრის შუალედური რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი ცნობილია

პირველი ოქტომბრის შუალედური, რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი ცნობილია.

შიდა ქართლში ერთმანეთის კონკურენტები პარტია „სოციალური სამართლიანობისათვის“ წარმომადგენელი მამუკა ტუსკაძე და "ქართული ოცნებიდან" გიორგი სოსიაშვილი იყვნენ. წინასწარი შედეგების მიხედვით, ტუსკაძემ 1 344 ხმა, სოსიაშვილმა კი 19 ათასზე მეტი ხმა მიიღო.

თითქმის 14 500-მა ამომრჩეველმა ერთადერთ კანდიდატს, მმართველი პარტიის წარმომადგენელს, გიორგი მაჭავარიანს მისცა ხმა გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებზე. წინასწარი მონაცემები ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა.

შეგახსენეთ, გუშინდელი არჩევნები, საქართველოში პირველად, თითქმის სრულად ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

დღის ამბები