26 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
საქართველოში პირველად, არჩევნები თითქმის სრულად ელექტრონული სისტემით ჩატარდა

საქართველოში პირველად, არჩევნები თითქმის სრულად ელექტრონული სისტემით ჩატარდა. შიდა ქართლსა და კახეთში რიგგარეშე არჩევნებზე, ამომრჩევლებმა გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი და გურჯაანის მერი აირჩიეს. საარჩევნო დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ამ არჩევნებზე 133 გახსნილი უბნიდან 103-ში, უმეტეს უბანზე, მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დააფიქსირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემის პროცესი თანამედროვე აპარატურის გამოყენებით განხორციელდა.



დღის ამბები