26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
მერის რიგგარეშე არჩევნები გურჯაანში - ხმის მიცემის პროცედურა, ძირითადად, ელექტრონული სისტემის გამოყენებით მიმდინარეობს

გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა, ძირითადად, ელექტრონული სისტემის გამოყენებით მიმდინარეობს.

მოსახლეობამ, ზურაბ უტიაშვილის შემცვლელი უნდა აირჩიოს. მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. გურჯაანის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი მაჭავარიანია.

არჩევნებს მონიტორინგს 16 საერთაშორისო და 426 ადგილობრივი დამკვირვებელი უწევს. #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობა ამომრჩევლების 12%-მა მიიღო.

„კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობა 12%-მა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებული არის ერთი კანდიდატი, ჩვენი ამომრჩეველი მაინც გრძნობს პასუხისმგებლობას და ერთვებიან საარჩევნო პროცესში. რაც შეეხება დარღვევებს და საჩივრებს, ამ დროისთვის ოლქში არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. არჩევნები აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს,“ - აცხადებს #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილი.

დღის ამბები