26 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
"უკრაინელებს გაუჭირდებათ რუსეთის შეჩერება" - გადამდგარი პოლკოვნიკი სედრიკ ლეიტონი საუბრობს, რა მოხდება, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნას

გადამდგარი პოლკოვნიკი სედრიკ ლეიტონი საუბრობს რა მოხდება, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნას. CNN-თან ინტერვიუში სედრიკ ლეიტონი ამბობს, რომ უკრაინა დამოკიდებულია ამერიკას დახმარებაზე და მისი შეჩერება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება, რადგან უკრაინას რუსეთის აგრესიის შეჩერება გაუჭირდება.

"ერთი სიტყვით, ეს იქნება კატასტროფა, რადგან უკრაინა ნამდვილად არის დამოკიდებული იმ სახის დახმარებაზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ მათ. რაც შეეხება დოლარის ოდენობას ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით, არის ისეთი ქვეყნები, როგორიც ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩვენზე მეტად ვინც ეხმარება უკრაინას, მაგრამ ნედლი რაოდენობის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ უკრაინელების ყველაზე დიდი დამხმარე ქვეყანა. სამხედრო თვალსაზრისით, რასაც თქვენ უყურებთ არის სიტუაცია, როდესაც ყველა საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინაში შედის, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნიდან მიდის. თუ შევაჩერებთ დახმარებას, გამოვა, რომ უკრაინას აღარ ექნება ის იარაღები რაც აქვს და უკრაინელებს გაუჭირდებათ რუსეთის შეჩერება," - განაცხადა სედრიკ ლეიტონიმ.

 

 

დღის ამბები