აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა - ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.
მათი ცნობით, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. “შატდაუნის”) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს.
დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. კანონპროექტს 335-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი. ახლა ის აშშ-ის სენატში უნდა დაამტკიცონ.
დემოკრატიული პალატის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისინი მოელიან, რომ მაკკარტი უკრაინის დახმარებისთვის ცალკე კანონპროექტს კენჭისყრაზე წარადგენს, როდესაც პალატა დაბრუნდება.