26 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს, სადაც 36 საარჩევნო უბანია გახსნილი. ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული სისტემის გამოყენებით მოხდება. 

28 საარჩევნო უბანზე არჩევნები ტექნოლოგიების დახმარებით მიმდინარეობს, ხოლო 8 უბანზე ტრადიციულად.

მოსახლეობამ, ზურაბ უტიაშვილის შემცვლელი უნდა აირჩიოს. უტიაშვილმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

გურჯაანის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი მაჭავარიანია. არჩევნებს 16 საერთაშორისო და 426 ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდება.~

„ხმა მივეცი გურჯაანის მომავალს, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას. სიმბოლურია, რომ 11 წლის თავზე 1 ოქტომბერს ისევ არჩევნებია, ისევ გამარჯვება გვიწევს და ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით. მე მადლობას მოვუხდი ყველა ჩემს მხარდაჭერს მოვუწოდებ აქტიურობისკენ და რაც შეიძლება მეტი მობრძანდით არჩევნებზე,“ - აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან", მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაჭავარიანი.

დღის ამბები