26 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
გორისა და კასპის ოლქებში, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე 2 კანდიდატია რეგისტრირებული

გორისა და კასპის ოლქებში, შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. რეგისტრირებულია ორი კანდიდატი: გიორგი სოსიაშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" და მამუკა ტუსკაძე პარტიიდან "სოციალური სამართლიანობისთვის."

გორის საარჩევნო ოლქში 68 უბანია გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნები ელექტრონული წესით 52 უბანზე ჩატარდება. კასპის საარჩევნო ოლქში კი 39 079 ამომრჩეველია რეგისტრირებული და ელექტრონული არჩევნები 23 უბანზე ტარდება. ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც ცესკო ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს.

შეგახსენებთ, რომ გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.

დღის ამბები