ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცერტის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ბრუნო მარსი, ქართველი მსმენელის წინაშე ზუსტად 9 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე წარდგება. შემსრულებლის დასახვედრად სამზადისი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ორსაათიანი პროგრამის ფარგლებში, ცნობილ ჰიტებთან ერთად, მუსიკოსი სხვა მომღერლების ნამუშევრებსაც შეასრულებს.
ღონისძიება პროექტ "სთარინგ ჯორჯიას" ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით იმართება.