უპრეცედენტო მასშტაბის კონცერტის დაწყებამდე, 24 საათზე ნაკლები დრო რჩება. ბრუნო მარსი თბილისშია. სოულის, დისკოს, არ ენ ბისა და ფანკის ჟანრის მუსიკოსი, ქართველი მსმენელის წინაშე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ხვალ, ზუსტად 21:00 საათზე წარსდგება.
2-საათიანი პროგრამის ფარგლებში, ცნობილ ჰიტებთან ერთად, მუსიკოსი სხვა მომღერლების ნამუშევრებსაც შეასრულებს. ორგანიზატორები ქართველ მსმენელს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან. ღონისძიება პროექტ "სთარინგ ჯორჯიას" ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით იმართება.